воскресенье, 30 апреля 2017 г.

მეცხრე დღე

კიდევ  ერთხელ გადავხედეთ  ჩვენი პროექტის საქაღალდეს,  შემდეგ შევედით ფოსტის დისკზე და ჩვენს მიერ შესრულებული ნამუშევრები გადავიტანეთ .  პროექტის საქაღალდე გავაზიარეთ ბლოგზე. დავათვალიერეთ და გავეცანით ჩვენი კოლეგების ნამუშევრებს და ბლოგებს, ერთმანეთს დავუწერეთ კომენტარები.
ასე დამთავრდა ჩვენი თრენინგი, დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნას ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი თრენინგისათვის.

суббота, 29 апреля 2017 г.

მერვე დღე

დავასრულეთ მუშაობა სასწავლო პროექტის  გეგმაზე, შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების პუნქტები, მოვაწესრიგე  სასწავლო პროექტი ბლოგზე განსათავსებლად.

воскресенье, 23 апреля 2017 г.

მეშვიდე დღე

გავაგრძელეთ მუშაობა მოსწავლის შეფასების რუბრიკაზე, შემდეგ შევედით ბლოგზე და შევქმენით ახალი გაჯეტები, რომლებიც დავასათაურეთ, ჩავამატეთ მენიუს ზოლი.შემდეგ დავუბრუნდით ჩვენ სასწავლო პროექტის გეგმას და შევავსეთ აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა. შევიტანეთ ინტერნეტრესურსები და სხვა რესურსები.

суббота, 22 апреля 2017 г.

მეექვსე დღე


შევედით მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარში და გავაგრძელეთ მასში მუშაობა, დავასრულეთ პრეზენტაციის აწყობა პოვერ პოინტში და ბოლოს დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის შეფასების რუბრიკაზე.

воскресенье, 9 апреля 2017 г.

მეხუთე დღე

მეხუთე დღე--მუშაობა დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომის შექმნით.გამოვიყენეთ სახელმძღვანელო, კერძოდ მოდული 3, აქტივობა 2.
გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის შაბლონს. დავათვალიერეთ მოსწავლეთა ნამუშევრები, ინტერნეტში მოვიძიეთ საჭირო მასალა და სურათები, მათი დახმარებით დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე.

суббота, 8 апреля 2017 г.

მეოთხე დღე

დავიწყეთ და ავაწყეთ  ჩვენს მიერ დაწერილი სასწავლო პროგრამის გეგმის პრეზენტაცია.
სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვის მიხედვით შევედით პოვერ პოინტში და დავიწყეთ მისი აწყობა.
გავაგრძელეთ მუშაობა შეფასების გეგმაზე და შევავსეთ მოსწავლეთა შეფასების 5 მიზანი.

суббота, 1 апреля 2017 г.

მესამე დღე

1.04.17.
გავხსენით ჩვენი სასწავლო პროექტის გეგმა და გავაგრძელეთ მისი შევსება. კერძოდ შევიტანეთ საგნობრივი სტანდარტები, პროექტის სასწავლო მიზნები, სასწავლო შედეგები. ამის შემდეგ გავხსენით სახელმძღვანელო და გავეცანით აქტივობა  ნომერ 2 ს და მისი დახმარებით შევავსეთ მიმართულების საკვანძო სიტყვები.